ესპანეთის დედაქალაქში, მადრიდში მოსახლეობას ფილმების ყურება საკუთარი აივნებიდან შეუძლია, - ამის შესახებ BBC იუწყება.
სპეციალური ავტომობილი, რომელზეც ეკრანია დამონტაჟებული, სხვადასხვა უბანში მოგზაურობს და კინოჩვენებებს ღია ცის ქვეშ აწყობს.
მოსახლეობა ამას დადებითად აფასებს და როგორც ისინი ბრიტანეთის მაუწყებელთან აცხადებენ, კორონავირუსის პანდემიისა და თვითიზოლაციის დროს მნიშვნელოვანია, ფილმებს არა მხოლოდ ონლაინ, არამედ - მეზობლებთან ერთად უყურონ.