ლევან რატიანი: ვირუსის მკვლელმა ფუნქცებმა ლიკვიდაცია განიცადა

ლევან რატიანი: ვირუსის მკვლელმა ფუნქცებმა ლიკვიდაცია განიცადა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, იმ შემთხვევაშიც თუ პაციენტს გარკეული გართულებები აღენიშნება, კორონავირუსის ლეტალობის ინდექსი მაღალი არ არის.

როგორც რატიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, კორონავირუსის ლეტალურმა ფუნქციამ ლიკვიდაცია განიცადა.

„როგორც კი გაჩნდა სამყაროში ეს ვირუსი ყველამ ერთად, რადგან ახალი იყო და მაღალი ლეტალობის ინდექსი იყო, დავარქვით მკველელი, მაგრამ ამ ვირუსის ამ ფუნქციამ განიცადა ლიკვიდაცია. გართულებულ შემთხვევაში, როდესაც გვაქვს პოლიორგანული უკმარისობა, არ წარმოადგენს მაღალი ლეტარობის ინდექსის მაჩვენებელს",- განაცხადა რატიანმა.

ამასთან, მისივე ინფორმაციით, კლინიკას ორი ახალი პაციენტი დაემატა.

„ჩატარებული კვლევებს შედეგად არც ერთთან პათოლოგიური დაზიანების კერა არ გამოვლინდა",- განაცხადა რატიანმა.