პირველ საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელი ლევან ლატიანის განცხადებით, გაუმჯობესდა 82 წლის ქალის მდგომაროება, რომელსაც შაქრიანი დიაბეტი აქვს.
„რეამინაციულ განყოფილებაში რვა პაციენტი გვყავს. გუშინ გითხარით, რომ უარყოფითი დინამიკის გარეშეა. ქალბატონი, რომელიც გვყავს 82 წლის შაქრიანი დიაბეტით, ორივე ქვემო კიდურის ამპუტაციით და მიკრო ანგიოპათიის გამო გართულებული პრობლემებით, მოიხსნა აპარატიდან, არის ადეკვატური, კონტაქტური, გემოდინამიკა, სუნთქვის პარამეტრები არის სტაბილური, რჩება ოქსიგენ დამოკიდებული.
დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა მკვეთრად დადებითია, ჩატარებული კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევების შედეგად რამდენიმე მათგანს, რომელსაც ჰქონდა მაღალი ინდექსი ფილტვის ქსოვილის დაზიანების, ამ შემთხვევაში, არ დასტურდება. გუშინ მივიღეთ ორი ახალი პაციენტი, მათთან ჩატარებული კვლევების შედეგად, არც ერთთან პათოლოგიური დაზიანების კერა არ გამოვლინდა", - განაცხადა რატიანმა.