„მთავარია, ნეპოტიზმით არ მოხდეს სოფლის მეურნეობის სფეროსთვის გამოყოფილი დახმარება“

„მთავარია, ნეპოტიზმით არ მოხდეს სოფლის მეურნეობის სფეროსთვის გამოყოფილი დახმარება“

მთავრობა სოფლის მეურნეობის სტიმულირების პროგრამებზე მუშაობს. გიორგი გახარიას თქმით, ხელისუფლების შემდგომი ყურადღებისა და დახმარების ობიექტი სოფლის მეურნეობა და ფერმერობა იქნება. პრემიერი მიიჩნევს, რომ ჩვენი სოფლის მეურნეობა ძირითადად აწყობილი იყო ტურიზმზე და, ცხადია, კორონავირუსის შემდეგ ძლიერი დარტყმა სოფლის მეურნეობასა და ფერმერებს მოელით.

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ სოფლის მეურნეობის სექტორში მცირე გრანტების ოდენობა 30 ათას ლარამდე გაიზრდება, გაფართოვდება აგროკრედიტის პროგრამაც და სოფლის მეურნეობა პოსტკრიზისული გეგმის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდება.

უკვე ცნობილია, რომ სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მხარდასაჭერად ევროკავშირმა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ საქართველოში 50 ბენეფიციარისთვის 2,2 მილიონი ლარის ღირებულების სასოფლო-სამეურნეო გრანტი უნდა გასცეს. ფინანსური მხარდაჭერა ვრცელდება როგორც ბოსტნეულის, მარცვლეულის, კარტოფილის, ხორცისა და რძის პროდუქტების სექტორზე, ისე თაფლის, ღვინის წარმოების მიმართულებით. გარდა ამისა, ფერმერებსა და სოფლის მეურნეობის საქმიანობაში ჩართულ მეწარმეებს საშუალება ექნებათ სახელმწიფოსგან მნიშვნელოვანი მხადაჭერა მიიღონ. ასევე, გაიცემა სესხები ერთწლოვანი კულტურების მოსაყვანად.

რას მოიტანს სოფლის მეურნეობის განვითარების პოსტკრიზიული გეგმა, ამის შესახებ For.ge ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორს, გაეროს სერთიფიცირებულ ექსპერტს უძრავი ქონების (მიწის) საკითხებში ანზორ მესხიშვილს ესაუბრა.

პრემიერი გიორგი გახარია აცხადებს, რომ საქართველოში მიწის სისტემური რეგისტრაცია დაიწყება. ამასთან, მოხდება სოფლის მეურნეობაში თანხების ჩადება და ფერმერების დახმარება. რამდენად მნიშვნელოვანია ამ ნაბიჯების გადადგმა აღნიშნული სფეროს წასახალისებლად?

- კარგია პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ინიციატივა და მიწის დროული რეგისტრაცია, მაგრამ 90-იან წლებშიც მიწის ასეთივე სისტემური რეგისტრაცია მთელ საქართველოში განხორციელდა, რისთვისაც 50 მილიონი გერმანული მარკა და 12 მილიონი დოლარი გამოიყო. იმ პერიოდში რეგისტრაცია ჩატარდა, მაგრამ მაშინდელი შედეგები სად წავიდა, არავინ იცის. ასე რომ, მიწები თავიდან გახდა დასარეგისტრირებელი. ამიტომ გახარიას ინიციატივა ძალიან კარგია, მაგრამ არ განმეორდეს იგივე, რაც 1990-იან წლებში, როცა 50 მილიონი გერმანული მარკა გადაიყარა წყალში. მიწის სისტემური რეგისტრაცია აუცილებელია თუნდაც იმიტომ, რომ საქართველოში არსებული ყველა მიწა დარეგისტრირდება. მთელი საქართველოს მიწების მხოლოდ 40%-მდეა დარეგისტრირებული. სხვათა შორის, 12 სოფელი იყო აღებული საპილოტედ, რომელშიც მიწების რეგისტრაცია 2018 წელს უნდა დასრულებულიყო, შემდეგ გააგრძელეს ეს ვადა 2019-მდე და, მე მგონი, დღემდე არ არის დასრულებული ეს პროცესი. ასეთი რამ არ უნდა მოხდეს.

პოსტკრიზისულ პერიოდში სოფლის მეურნეობის სფერო ხდება მნიშვნელოვანი, მაგრამ კითხვებს აჩენს ის საკითხი, რომ ეს სფერო მიებმება ბანკებს. ბანკებთან მიბმა და სესხების გაცემა რისკფაქტორი არ იქნება?

- ბანკებთან მიმართებით ვერაფერს გეტყვით. ბანკები რას მოიმოქმედებენ, ამ საკითხში არ ვარ კომპეტენტური, მაგრამ კარგი იქნება, თუკი სახელმწიფო ფერმერებს დაეხმარება და გრანტების ოდენობა 30 ათასამდე გაიზრდება. მთავარია, ვინც ღირსია, ზუსტად იმან მიიღოს დახმარება და ნაცნობობით, პროტექციონიზმით, ნეპოტიზმით არ მოხდეს 30 ათასი ლარის გადანაწილება. ბევრს ვიცნობ, ყველას უნდა ეს დახმარება, მაგრამ ვერ აღწევენ. პირველ რიგში, უპირატესობა უნდა მიეცეს მარცვლეული კულტურების მწარმოებელ ფერმერებს. სანამ ჯერ კიდევ დროა, სოფლებში მაცხოვრებლებმა და იმ ადამიანებმა, ვისაც აქვთ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები, მაქსიმალური რაოდენობით უნდა დათესონ სიმინდი და ლობიო. არც ერთი კვადრატული მეტრი მიწა არ უნდა დარჩეს გამოუყენებელი. მაღალმთიან რეგიონებში, სანამ კიდევ დროა, უნდა დათესონ კარტოფილი. აუცილებელია ბაღჩეული და ბოსტნეული კულტურების მაქსიმალურად მოყვანა, ასევე, ფხალეული. გოგრა, კვახი უნდა დაირგოს ღობეების გასწვრივ, რომ მიწის ფართობი არ დაიკარგოს. ყველა ოჯახმა უნდა მოამრავლოს ქათამი, სასურველია, ჭრელი ქათმის მოშენება. ყველა ოჯახმა ერთი ღორი მაინც უნდა გამოზარდოს. ქათმის, ინდაურის, ბოცვერის გამოზრდა ადვილია, რომ ოქტომბერში შიმშილობა არ იყოს.

რას გვეტყვით საქართველოში მიწის რეფორმის შედეგებზე დამოუკიდებლობის მიღებამდე და მიღების შემდეგ?

- საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვის შემდეგ, 1924 წლის 28 თებერვალს მიღებულ იქნა მიწის კოდექსი. 1926 წლის 6 აპრილს მიღებულ იქნა: „მიწის დეკრეტი“ და მიწის ყიდვა-გაყიდვა მისი იჯარით ან რაიმე სახით გაცემა აიკრძალა. საბჭოთა კავშირიდან საქართველოს გამოსვლისა და დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ 1992 წელს საქართველოს მინისტრთა კაბინეტმა მიწის რეფორმის განხორციელების მიზნით 1992 წლის 18 იანვარს მიიღო დადგენილება (N48). ეს დადგენილება, საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ, შეიძლება ითქვას, ისტორიულია. საქართველოს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები გაიყო ორ ნაწილად: ერთი ნაწილი გადაეცა რეფორმის ფონდს და კომლებს (ოჯახებს) დაურიგდა უფასოდ კერძო საკუთრებაში, ხოლო მიწის მეორე ნაწილი დარჩა სახელმწიფო საკუთრებაში და დაიწყო მისი იჯარით გაცემა. მიწის რეფორმის პერიოდში საქართველოს კომლები (ოჯახები) დაიყო მიწის მიმღებთა 3 კატეგორიად და განისაზღვრა მიწის ზღვრული მაქსიმალური ნორმა. მასიური ტრანსფორმაციის პროცესის შედეგად 1300 000 კომლი (ოჯახი) - დაახლოებით 3,5 მილიონი მოქალაქე მცირე მიწის ნაკვეთების მესაკუთრე გახდა. საქართველოს რესპუბლიკის მთავრობამ 1992 წლის 22 სექტემბერს მიიღო დადგენილება (N949) „საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების და სხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოების რეორგანიზაციის წესის შესახებ“, რაც არ შესრულდა. ნაცვლად სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობებისა და სხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოების ბაზაზე გლეხური (ფერმერული) მეურნეობების, კოოპერაციული სასოფლო-სამეურნეო საწარმოების, აგროფირმების, აქციონერული საზოგადოებების, კოოპერატივების შექმნისა, დაიწყო ქონების დატაცება. ასეთმა მდგომარეობამ არა მარტო ხელი შეუშალა სოფლის მეურნეობის განვითარებას საქართველოში, არამედ საქართველო უკან დასწია და ღარიბ, არსებობაზე ორიენტირებულ სასოფლო-სამეურნეო საზოგადოებად აქცია.

საქართველოში თუ ხდებოდა მიწების აღრიცხვა?

- 2005 წლამდე საქართველოში ყოველწლიურად ხდებოდა მიწების აღრიცხვა მიწის დანიშნულებისა და კატეგორიების, რაიონების, მხარეების, მიწის მესაკუთრეთა და მოსარგებლეთა მიხედვით. ამ მიზნით ყოველი წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით, რაიონის გამგეობა ამტკიცებდა მიწის ბალანსს, რომელსაც შემდეგ იხილავდა საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტი და დასამტკიცებლად წარუდგენდა საქართველოს მინისტრთა კაბინეტს. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის გასაყიდი ფასები კატეგორიების მიხედვით ჰექტარი ლარებში ასე გამოყურებოდა: სახნავი მიწის მინიმალური ფასი იყო 300 ლარი (მაქსიმალური 1000 ლარი), სათიბის მინიმალური ფასი იყო 120 ლარი (მაქსიმალურიც იგივე ფასი იყო), ხოლო საძოვრის მინიმალური და მაქსიმალური ფასი, ორივე შემთხვევაში, 60 ლარი იყო. რაც შეეხება არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებს, ერთი ჰექტრის გასაყიდი მინიმალური ფასი თბილისში ოცდაათი ათასი ლარით განისაზღვრებოდა, მაქსიმალური ფასი ცხრამეტი მილიონ ცხრას ათას ოთხმოცდათვრამეტი ლარი იყო. ეს 2017 წლის ფასებია. შეიცვალა თუ არა ეს ფასები, ვერ გეტყვით. სამწუხაროდ, 2016 წელს რომ დაამტკიცეს ეს ფასები, იმის შემდეგ, 2017-შიც, 2018-შიც, 2019-შიც და 2020-შიც უნდა დაემტკიცებინათ ფასები, მაგრამ, რამდენადაც ვიცი, არ არის დამტკიცებული. რაც შეეხება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების ერთ ჰექტარზე წლიურ გასადასახადს, მინიმალური შეადგენს 15 ლარს, მაქსიმალური 100 ლარს. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე კი ერთ ჰექტარზე წლიური გადასახდი შეადგენს მინიმალურად 24 000 ლარს, მაქსიმალურად 36 000 ლარს.

თუ ფლობთ ინფორმაციას, რა ოდენობის მიწებს განკარგავენ უცხოელები საქართველოში?

- არაზუსტი მონაცემებით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე გაყიდულია 50 000 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობი. დღეს საქართველოს არც ერთი კანონმდებლობა არ იცავს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებს დაქუცმაცებისგან. ნაცვლად იმისა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსი მიწებს იცავდეს დაქუცმაცებისგან, პირიქით, ხელს უწყობს დაქუცმაცებას (მემკვიდრეობის სამართალი). 2019 წლის 25 ივნისს საქართველოს პარლამენტმა მიიღო ორი კანონი: „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ და „მიწის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრისა და სასაოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის შესახებ“. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურენეობის სამინისტროში შეიქმნა „მიწათსარგებლობის მონიტორინგის, მიწის მდგრადი მართვის ეროვნული სააგენტო“ და, იმედია, მდგომარეობა საგრძნობლად გამოსწორდება. თუმცა იმისთვის, რომ მდგომარეობა რადიკალურად გამოსწორდეს, საჭიროა დამატებითი ღონისძიებების განხორციელება: გადაუდებელ ამოცანას წარმოადგენს, საქართველოში ჩატარდეს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების კონსოლიდაცია; ასევე, გადაუდებელი აუცილებლობაა, აღდგეს საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტი; რაც ყველაზე არსებითია, უნდა დამუშავდეს და საქართველოს პარლმენტმა მიიღოს საქართველოს მიწის კოდექსი. საჭიროა, კანონმდებლობა იცავდეს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებს დანაწევრებისგან და მის გადაყვანას არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით. უნდა განხორციელდეს მიწების ყოველწლიური აღრიცხვა, მიწების დანიშნულების, მესაკუთრეებისა და კატეგორიების მიხედვით (აღდგეს მიწის ყოველწლიური ბალანსი) და მონიტორინგი, რომელმაც პასუხი უნდა გასცეს კითხვებს, როგორია მიწათსარგებლობის საერთო მდგომარეობა ქვეყანაში, რა არასასურველი ცვლილებებია მოსალოდნელი და რა ღონისძიებებია განსახორციელებელი.

 

ლაზი ფინანსებს უბრალოდ ნაცნობობით და თუნდაც ნათესაობით არავის არგებს. ატკატიზმია მთავარი საფრთხე, მან კი არც ნაცნობი იცის, არც ნათესავი და არც სამართლიანობა.
1 თვის უკან
ხიროხიტო უკვე დაიწყეს ზევით ფულის გაყოფა, დედოფლისწყაროში გლეხებს ვისაც მიწა აქვს სთავაზობენ ფულს ჩვენ ჩავდებთ და ხორბალი დავთესოთო. აქ თითქოს უცნაური არაფეია მაგრამ სქემა ამგვარია:
_ სახელმწიფო ფულს გამოყოფს, მაგრამ ეს ფული გამოაქვს “მინისტრთან“ დაახლოებულ პირს (ვთქვათ 50 000), რომელსაც არც მიწა აქვს, არც ფული და არც სურვილი ჰქონია აქამდე ხორბლის მოყვანის;
_ ეს პეროვნება აპოულობს ფერმერს, გლეხს, და ეუბნება მე ჩავდებ ფულს და შენ მოიყვანე ხორბალი;
_ გლეხს სხვა გზა არ აქვს, მთავრობა რეალურად მას ფულს არ აძლევს, ეს “ინვესტორი“ კი კარს უტალახებს, რა ქნას?
_გლეხი თანახმა ხდება, ინვესტორი ფულს ჩალიჩობს, ჩადებენ გლეხის მიწას, შრომა და პანღურები გლეხს ხოლო წლის ბოლოს მუქთა ფული ინვესტორს და მინისტრს.

არანაირად არ ვარგა ასე ფულის დარიგება, ან ახლა რომ თავს მოიფხანენ, ივნისშო რომ ფულს დაარიგებენ, როდის დათესავს გლეხი სიმინდს და ლობიოს? მითუმეტეს 22 მაისამდე კარანტინია და გადაადგილების პრობლემებია.

გახარიამ კი სოფლის მეურნეობის არაფერი იცის _ სოფელი ტურიზმზე იყო აწყობილი და გაუჭირდებაო!!! სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის 80% შემოტანილი იყო და ფასები რატომ დაიკლებს? ან რას ჭამდნენ და რამდენს ეს ტურისტები?

სამწუხაროა მაგრამ ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა და ახლა მთლა უფროსმა მინისტრმა - გიორგი გახარიამ ეკონომიკის არაფერი იცის
1 თვის უკან
ლაზი ეკონომიკის სამინისტროს ყველა საკვანძო. ფულიან (სახელშერკრულებო, სანებართვო, საგრანტო პროექტების) დეპარტამენტში სქემები ისეა აწყობილი და ისე გამართულად მუშაობს, რომ მინისტრები მოდიან, მიდიან, თითო ოროლა ჭანჭიკიც შეიძლება შეცვალონ, მაგრამ სისტემა ხელუხლებელია და წისქვილი ფქვავს.
1 თვის უკან
dimpi ნეპოტიზმი - აბა სხვანაირად რამე ნაწილდება? + ატკატიზმი
1 თვის უკან
dimpi ვინც უმუშევარია ისინი პირდაპირ კედელთან რომ მივაყენოთ და 9 გრამიანი დავახარჯოთ, მიზანშეწონილია იმით რომ დასავლეტის ცივილური დემონკრატია დაგაფასებთ და თავიანთ მედიას ააჭრელებენ უმუშევრებიც დააფინანსესო
1 თვის უკან
dimpi აბა ჰე
1 თვის უკან