როგორც პრაქტიკული კვლევები აჩვენებენ, კოვიდ19-ით დაინფიცირების დროს ვირუსი სასუნთქი ორგანოების გარდა, ხშირ შემთხვევაში, ნერვულ სისტემასაც აზიანებს. ნერვულ უჯრედებზე მისი ზემოქმედების მექანიზმი ჯერ არ არის შესწავლილი, თუმცა მკვლევარებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ კავშირი არსებობს - გემოს ან ყნოსვის დროებითი დაკარგვა კოვიდ19-ის სპეციფიურ სიმპტომებად ჯერ კიდევ მარტის შუა რიცხვებში აღიარეს.
გარდა ამისა, ვირუსს შესწევს ძალა, რომ ცხვირ-ხახის სისტემიდან პირდაპირ თავის ტვინში შეაღწიოს, ამას კი, თავის მხრივ, მთელი რიგი გართულებების გამოწვევა, პრაქტიკულად, ნებისმიერი ორგანოს ნორმალურად ფუნქციონირების დარღვევა შეუძლია.
თანამდევი დაავადებების ჩამონათვალი სოლიდურია - მომნელებელი სისტემისა და სისხლძარღვთა პრობლემებიდან დაწყებული და გულის უკმარისობით და ენცეფალიტით დამთავრებული.
პანდემიის დაწყებიდან ოთხი თვის შემდეგ მეცნიერებმა ჯერ კიდევ ცოტა რამ იციან დაავადების გამომწვევი ვირუსის, SARS-CoV-2-ისა და ორგანიზმზე მისი ზემოქმედების შესახებ.
ინფექციის მთლიანი სურათის შედგენა მისხალ-მისხალ, სამეცნიერო ჟურნალებში გამოქვეყნებული ასობით სტატიების საშუალებით ხდება, რომლებშიც ექიმები საკუთარი გამოცდილების შესახებ წერენ.
შედეგად, სულ უფრო ფართოვდება კოვიდ19-ის შესაძლო სიმტომების სია, ხოლო მასთან ერთად, ჩვენი წარმოდგენა, თუ კიდევ რომელი ორგანოს დაზიანება შეუძლია ვირუსს და პნევონიის გარდა რა გართულებებს იწვევს ეს დაავადება.
ყველზე ხშირად მედიკოსები ნერვული სისტემის მუშაობის დარღვევაზე მიუთითებენ. ჩინეთში და საფრანგეთში ჩატარებული კვლევების შემდეგ მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ნევროლოგიურ სიმპტომები, ამა თუ იმ ფორმით, დაინფიცირებულთა მესამედზე მეტს ახასიათებს.
უნდა ითქვას, რომ ახალი ინფექცია გაცილებით მრავალფეროვანი და ინდივიდუალური მიდგომებითაც კი ხასიათდება. კოვიდ19-ით გამოწვეულ გართულებათა იმ სიაში, რომლებიც მედიკოსებისთვის პრაქტიკიდან არის ცნობილი, ასევე არის როგორც კუჭ-ნაწლავის დაავადებები, ასევე გულის პრობლემები და სისხლის შედედების უნარის მოშლა.
რაც შეეხება ნერვულ სისტემას, მისი დაზიანება ვირუსს სხვადასხვანაირად შეუძლია და საუბარია არა მხოლოდ გრძნობების დროებით მოშლაზე. კერძოდ, კოვიდ19-ის გვერდით გამოვლინებებს შორის აღწერილია ენცეფალიტის (ტვინის ანთება) და გიიენ-ბარეს სინდრომის რამდენიმე შემთხვევა. ამ უმკანასკნელის დროს პაციენტის იმუნური სისტემა საკუთარ ნერვულ უჯრედებს უტევს, რაც კუნთების სისუსტეს და, მძიმე შემთხვევებში, იწვევს პარალიჩს.
ამერიკელი მედიკოსებს აშფოთბთ ის ფაქტი, რომ ბოლო ორ კვირაში მხოლოდ ნიუ-იორკში კორონავირუსიანი პაციენტების ხუთ შემთხვევაში მწვავე ინსულტის ხუთი შემთხვევა დაფიქსირდა, ხუთივე შემთხვევაში საუბარია შედარებით ახალგაზრდა ადამიანებზე (50 წლამდე), რომლებსაც კოვიდ19-ის სხვა მკვეთრად გამოხატული სიმპტომები არ აღნიშნებოდათ.
წინასწარი მონაცემებით, ანთების გვერდითი ეფექტი იყო ის, რომ კორონავირუსმა მოახდინა ტრომბების წარმოქმნა მსხვილ სისხლძარღვებში, რამაც საბოლოოდ ტვინში სისხლის მიმოქცევის მწვავე დარღვევა გამოიწვია. მაგრამ, ნევროლოგიური პრობლემები, ძირითადად, მაინც მძიმედ დაავადებულებს ახასიათებთ. ასეთ შემთხვევებში აღნიშნული სიმპტომები კოვიდ19-სგან გამოჯანმრთელების შემდეგაც რჩბა.
ნერვული სისტემის დაზიანება ვირუსს შეუძლია როგორც ირიბად, იმუნური სისტემის ზედმეტად აქტივაციის გზით, ასევე - პირდაპირ. ეს კოვიდ19-ით გარდაცვლილების გაკვეთის შედეგად გაირკვა. მედიკოსებმა ვირუსული ნაწილაკები თავის ტვინშიც აღმოაჩინეს. არსებობს ვერსია, რომ ინფექცია იქსასუნთქი გზების საშუაებით, ცხვირში არსებული ყნოსვის რეცეპტორების გავლით აღწევს, რაც სულაც არ გახლავთ ახალი კორონავირუსის რაღაც უნიკალური უნარი. ტვინის ანალოგიური ინფექციის გამოწვევა სხვა სახეობის ვირუსებსაც შეუძლიათ. მაგალითად, იშვიათად, მაგრამ მაინც, ნევროლოგიური დაავადებების გამოწვევა ძალუძთ გრიპისა და წითელას ვირუსებს.
თუმცა, კოვიდ19-ის შემთხვევაში საქმე უფრო რთულადაა. ჯერ ერტი, დაინფიცირებულთა რაოდენობამ 3 მილიონს გადააჭარბა, ე.ი. იშვიათი შემთხვევები თავად გახდა იშვიათი, და, მეორეც - თუ ვირუსმა მაინც შეაღწია ტვინში, შემდგომი დაინფიცირება თითქმის გარდაუვალია,რადგან ტვინის უჯრედების ზედაპირზე სწორედ ის ACE2 რეცეპტორები იმყოფებიან, რომელთა საშუალებითაც ვირუსი ხვდება ორგანოში და იწვევს მის ანთებას.
ასეთივე რეცეპტორები აქვთ უჯრედებსაც, რომლებიც სისხლძარღვების შიდა ზედაპირს ფარავენ. აიტიმაც არის, რომ მძიმე შემთხვევებში ვირუსი სასუნთქი გზებიდან სისხკის საერთო მიმოქცევაში აღწევს, შედეგად ტრომბული გართულება უკვე კოვიდინფიცირებულ თითქმის ყოველ მესამე პაციენტს აღენიშნება. სისხლტან ერთად ვირუსი შეიძლება მოხვდეს ნებისმიერ ორგანოში, მათ შორის ტვინშიც. ამასთან, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო მონაცემებით, ინფიცირებულთა თითქმის ნახევარს კოვიდ19 ყოველგვარი სიმპტომების გარეშე გადააქვს.
იმისათვის, რომ გაეგოთ, რატომ არის, რომ ადამიანების ერთ ნაწილს დაავადება თითქმის შეუმჩნევლად გადააქვს, მაშინ, როდესაც სხვებისთვის შედეგები არის უმიმესი, რამდენიმე ათას იდენტურ ტყუპისცალზე ბრიტანეთში კვლევა ჩაატარეს.
წინასწარი მონაცემებით, ინფექციის სიმძიმე, ბევრი სიმპტომი და, შესაძლოა, თავად ინფიცირების ალბათობა, საკმაოდ ძლიერ არის გენეტიკურ ფაქტორებზე, ანუ მემკვიდრეობაზე დამოკიდებული.
(მოამზადა ნიკა ასლანიძემ, For.ge)