შვეიცარიაში ბავშვებს ბებიებთან და ბაბუებთან ჩახუტების უფლება მისცეს

შვეიცარიაში ბავშვებს ბებიებთან და ბაბუებთან ჩახუტების უფლება მისცეს

შვეიცარიის ხელისუფლებამ 10 წლამდე ასაკის ბავშვებს ბებიებთან და ბაბუებთან ჩახუტების ნებართვა მისცა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, მანამდე ეს კორონავირუსის გავრცელების საშიშროების გამო უსაფრთხოდ არ ითვლებოდა, თუმცა ახლა მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ პატარა ბავშვებს ვირუსი არ გადააქვთ.

შვეიცარია ერთ-ერთია იმ ევროპულ ქვეყნებს შორის, რომლებმაც მიმდინარე კვირას საკარანტინო ზომების შემსუბუქება დაიწყეს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.