დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, ბორის ჯონსონს და მის საცოლეს, კერი საიმონდს შვილი გაუჩნდათ. ამის შესახებ BBC იტყობინება.
გამოცემის ინფორმაციით, ამას პრემიერის ადმინისტრაციაშიც ადასტურებენ. ბიჭი დღეს დილით, ლონდონის ერთ-ერთ კლინიკაში დაიბადა. პატარა და მისი დედა თავს კარგად გრძნობენ.
55 წლის ჯონსონმა და 32 საიმონდსმა ორსულობის შესახებ მარტში განაცხადეს. ამასთან, ცნობილი გახდა, რომ წყვილი გასული წლის ბოლო დაინიშნა. ისინი ერთადერთი დაუქორწინებელი წყვილი არიან, ვინც დაუნინგ სტრიტზე, პრემიერის რეზიდენციაში ცხოვრობს.