კორონავირუსის პანდემიის დასრულების შემდეგ პოპულარული ბრიტანული ჯგუფი Spice Girls საკონცერტო მოღვაწეობას დაუბრუნდება. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს.
როგორც გამოცემას ჯგუფის ერთ-ერთმა სოლისტმა, ემა ბანტონმა განუცხადა, გოგონები დეტალებს რეგულარულად განიხილავენ.
„მე რეგულარულად განვიხილავ მომავალი კონცერტების დეტალებს ჯერი ჰორნერთან. ვიმედოვნებ, Spice Girls კიდევ შეძლებს ადამიანების გაკვირვებას“, -აღნიშნა ბანტონმა.
ჯგუფი 2019 წელს გაერთიანდა და 13 შოუ გამართა, რომლებმაც ანშლაგით ჩაიარა. Spice Girls-ს მხოლოდ ვიქტორია ბეკჰემი არ შეუერთდა.