ყველაზე მწვანე და ეკოლოგიურად სუფთა ქალაქების რეიტინგის ლიდერი ავსტრიის დედაქალაქი, ვენა გახდა. ამის შესახებ Lonely Planet-ი იტყობინება.
ექსპერტებმა მსხვილი ქალაქები რამდენიმე კრიტერიუმით შეაფასეს: გამწვანების პროცენტი, საფეხმავლო სასეირნო ბილიკები, ჰაერის დაბინძურების დონე, განახლებადი წყაროებიდან ენერგიის მოხმარება, წყლის რაოდენობა სულ მოსახლეობაზე, ფერმერების ბაზრობები და საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოსარგებლე ადამიანების რაოდენობა.
ყველაზე კარგად ეს მოთხოვნები სწორედ ვენამ დააკმაყოფილა. რეიტინგის მეორე და მესამე ადგილებზე გერმანიის ქალაქები - მიუნხენი და ბერლინი გავიდნენ. ლიდერთა ხუთეულში ასევე მოხვდნენ მადრიდი (ესპანეთი) და სან პაულუ (ბრაზილია).