პანდემიის გამო „ოსკარზე“ ფილმების შერჩევის წესები შეიცვალა

პანდემიის გამო „ოსკარზე“ ფილმების შერჩევის წესები შეიცვალა

„ოსკარის“ ცერემონიის ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ პანდემიის გამო, დაჯილდოვებისთვის ფილმები შერჩევით საფეხურზე, პირველად დაიშვება ნამუშევრები, რომლებიც კინოგაქირავებაში ჯერ არ ყოფილა და მისი დემონსტრაცია მხოლოდ ონლაინ მოხდა.

ამერიკული კინოაკადემიის წესების თანახმად, „ოსკარის“ ნომინაცია შეიძლება მიიღოს მხოლოდ იმ ფილმებმა, რომელთა ჩვენებაც ლოს-ანჯლესის კინოთეატრებში სულ მცირე ერთი კვირის განმავლობაში მოხდა.

კორონავირუსის გამო, ჰოლივუდის კინოთეატრები 16 მარტის შემდეგ დახურულია. კინოაკადემიამ 93-ე ცერემონიაზე გამონაკლისი დაუშვა.

ეს წესი იქამდე იმოქმედებს ვიდრე ხელისუფლება კინოთეატრების მუშაობის აღდგენაზე ფადაწყვეტილებას მიიღებს.

ამერიკის შეერთებული შტატები, კორონავირუსის ანტირეიტინგში ლიდერობს. ბოლო მონაცემებით, დაინფიცირებულთა რიცხვი უკვე მილიონზე მეტია.