რამდენიმე დღის წინ, ცნობილი გახდა, რომ ვიქტორია ბექჰემი, რომელიც 335 მილიონი ფუნტი სტერლინგის მფლობელია, არსებული მდგომარეობის გამო, თანამშრომლებს ხელფასის მხოლოდ 80%-ს უხდის, რაც პანდემიით შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარეობს.
თუმცაღა, როგორც აღმოჩნდა, ასე არ იქცევა ედ შირანი, 29 წლის შემსრულებელი, რომლის მფლობელობაშიც ნოთინგ ჰილში მდებარე რესტორანი - Bertie Blossoms-ია.
რესტორანი კორონავირუსის გამო ჯერ კიდევ მარტში დაიხურა, თუმცა მომღერალმა უარი თქვა სახელმწიფოს მიერ შემოთავაზებულ ბიზნეს სქემაზე და თანამშრომლები ანაზღაურებას ჩვეულებისამებრ იღებენ, მაშინ როცა ვიქტორიასთან შედარებით, მომღელის ბიუჯეტი გაცილებით ნაკლები, 170 მილიონი ფუნტი სტერლინგია.
შეგახსენებთ, რომ რესტორანს სახელწოდება ედის მეუღლის - ჩერი სიბორნის საპატივცემულოდ შეერჩა.