პრინცმა ჰარიმ კიდევ ერთი საქველმოქმედო ორგანიზაცია შექმნა, რომლის თემატიკაც მის პიროვნებასთან ყველაზე ახლოს დგას. პროექტის სახელწოდებაა HeadFIT და მისი მიზანია ომგამოვლილი ჯარისკაცების ფსიქოლოგიური მხარდაჭერა. ტავად 35 წლის ჰარი არმიაში ათი წლის განმავლობაში მსახურობდა, შესაბამისად, ეს პროექტი მისთვის განსაკუთრებულია.
როგორც ოფიციალური განცხადებიდან ირკვევა, პროექტზე მუშაომა მან ჯერ კიდევ სამი წლის წინ დაიწყო.
თავად პლატფორმა ონლაინ რეიმში მუშაობს და ბენეფიციარებს ისეთ მომსახურებას შესთავაზებს, როგორიცაა ვარჯიშები სუნთქვის გაუმჯობესებისთვის, რელაქსაციის უზრუნველყოფის მეთოდები და სხვა.