პანდემიის პირობებში, რამდენიმეთვიანი დაკვირვების შედეგად ირკვევა, რომ მაღაზიებიდან და სუპერმარკეტებიდან სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა ნივთი ქრება. სწორედ ამ მონაცემებზე დაყრდნობით ცნობილია, თუ რაზე გაიზარდა მოთხოვნა.
მსოფლიოს არაერთ სუპერმარკეტში დაფიქსირდა, როდესაც ტუალეტის ქაღალდის გამო ქალები ერთმანეთს არ ინდობდნენ. მაღაზიაში ყველაზე მეტი მყიდველი იქ გროვდება, სადაც ყველაზე მეტი ტუალეტის ქაღალდი და ჰიგიენური საშუალებაა. კორონავირუსმა დაგვანახა, რომ ტუალეტის ქაღალდი ბევრისთვის შესაძლოა ღირებული ნივთია. თუმცა, იგი არ არის ერთადერთი, რაზეც მოთხოვნა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში განსაკუთრებულად იზრდება.
ერთ-ერთი გამოცემა წერს, რომ პანდემია ცვლის არა მხოლოდ სოციალურ და სამუშო ჩვევებს, არამედ იმასაც, როგორ და რას მიირთმევენ ევროპელები, რაზე აკეთებენ ისინი არჩევანს. ამავე სტატიის თანახმად, იტალიელები კორონავირუსის გავრცელების შემდეგ ყველაზე მეტად შეფუთულ მანდარინებს ყიდულობენ, საფრანგეთში ყოველი მეორე ქათმის ძეხვს მიირთმევს, ინგლისელები კი გაყინულ ხორცს იმარაგებენ. ასევე კვლევებმა აჩვენა, რომ ამ სამ ქვეყანაში მოთხოვნა იზრდება ქაღალდის პროდუქციაზეც. ამასთან, მაღაზიებისა და სუპერმარკეტების დახლებიდან ქრება ყავის თითქმის ყველა სახეობაც. ამის მიზეზი სახლებში ჩაკეტილი ყავის მოყვარულები არიან.
სოციალურ ქსელში ჩატარებული ორასი კომენტარიდან კი ირკვევა, რომ საქართველოში კარანტინის პირობებში მზესუმზირა უნდებათ. ასევე უჭირთ მწვანილის, ბანანის, კომბოსტოს და ჯინჯერის შეძენა. დაკეტილი სალონების გამო მოთხოვნა იზრდება ფრჩხილების ლაქზე, ბავშვების სახატავებზე და სხვა.