ავსტრალიელი ქალი წლების განმავლობაში ყალბი შეტყობინებების საშუალებით ქმარს სახლის საქმეების გაკეთებას აიძულებდა. ამის შესახებ გამოცემა The Mirror-ი წერს.
„იაფფასიანი მობილური ტელეფონი ვიყიდე და ჩემს ტელეფონში ახალი ნომერი „მეიჯარის“ სახელით შევინახე. როდესაც სახლში რამე იყო გასაკეთებელი, მეორე ტელეფონიდან საკუთარ თავს შეტყობინებას ვუგზავნიდი, სადაც ვწერდი, რომ სახლის მეიჯარე შემოწმების მიზნით მოსვლას გეგმავს. ამის შემდეგ შეტყობინებას ქმარს ვაჩვენებდი და ის მუშაობას იწყებდა“, - ამბობს რებეკა.
მისივე თქმით, ამ მეთოდის საშუალებით სამი წლის განმავლობაში ქმარი მას სახლის დალაგებაში ეხმარებოდა, ავეჯს უცვლიდა ადგილს და სახლის წინ ბალახს თიბავდა.