აშშ-ში, მიჩიგანის ქალაქ ოუკ-პარკში კარანტინში მყოფმა კაცმა ფრინველებისა და ციყვებისთვის რესტორანი მოაწყო.
რესტორანი ჯეიმს ვრილანდის სახლის ეზოში მდებარეობს და მისი ინტერიერი ღობის, ტანსაცმლის საკიდებისა და პიკნიკის მაგიდებისგან შედგება. რესტორანს თავისი მენიუც აქვს, რომელშიც მარცვლეულის ასორტი, გამხმარი პური, პიცის ქერქი, მიწის თხილი და ვაშლებია წარმოდგენილი.
ჯეიმს ვრილანდის თქმით, რესტორანი ძალიან პოპულარულია ადგილობრივ ფრინველებსა და ციყვებს შორის. რესტორნის სტუმრების ნახვა ვრილანდის სოციალურ ქსელებშია შესაძლებელი.