რამდენიმე კვირის წინ, სოციალური ქსელები კიმ კარდაშიანის სახალისო ვიდეომ მოიცვა, რომელშიც ასახულია, თუ როგორ არ აძლევენ შვილები მას ცხოვრების ჩვეულ რიტმში გაგრძელების საშუალებას, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა თვითიზოლაციის პირობებში ოჯახი მთელს დროს ერთად ატარებს.
სახალისო კადრების გავრცელების შემდეგ, როგორც ჩანს, ყველა მშობლისთვის ნაცნობი სიტუაცია კანიე უესტმაც გაიზიარა და მეუღლისთვის განტვირთვის დღეების მოწყობა სცადა.
ირკვევა რომ 42 წლის რეპერმა შვილები 28 მილიონ ფუნტად შეფასებულ რანჩოში წაიყვანა, რითიც ცნობილ ლამაზმანს ნამდვილი სიურპრიზი მოუწყო.