შონ მენდესი და კამილა კაბელო მაიამიში ისვენებენ

შონ მენდესი და კამილა კაბელო მაიამიში ისვენებენ

21 წლის კანადელი მომღერალი შონ მენდესი მეგობარ გოგონასთან კამილა კაბელოსთან ერთად მაიამიში დააფიქსირეს.

ვარსკვლავი კორონავირუსის გავრცელების საშიშროების გამო თვითიზოლაციაში კამილას მშობლებთან ერთადაა და მათთან ერთად სახლში არსებული საქმეებით კავდება.

მეგობარ გოგონასთან ერთად შონი გასულ დღეებში მაიამის ქუჩებში რამდენჯერმე შენიშნეს. წყვილი იზოლაციის მიუხედავად ჯანსაღი ცხოვრების წესს არ ივიწყებს და რეგულარულად ვარჯიშობს. ამჯერად კამილამ მეგობარ ბიჭთან დასასვენებლად ერთად კომფორტული სტილი, Macrame-ის სამოსი მორგო.