"რიზ უიზერსპუნი კარანტინს მეუღლესთან და შვილებთან დასაახლოვებლად იყენებს" ვარსკვლავი ოჯახის წევრებთან ერთად რეგულარულად ვარჯიშობს

44 წლის ამერიკელი მსახიობი რიზ უიზერსპუნი პაპარაცებმა ამჯერად მალიბუში შენიშნეს.

ვარსკვლავი თვითიზოლაციის მიუხედავად სახლიდან მაინც გამოდის, ის სპორტული აქტივობებით კავდება და რეგულარულად ვარჯიშობს.

რიზი ბოლო პერიოდის განმავლობაში ხშირად ხვდება პაპარაცების ობიექტივში, მან ვირუსის გავრცელების შემდგომ პერიოდში ჯანსაღი ცხოვრების წესს უფრო მეტი დატვირთვის მიჰყო ხელი.

რიზი ძირითადად შვილებთან და სახლის ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ წევრებთან ოთხფეხა მეგობრებთან ერთად ვარჯიშობს.