ალ პაჩინო იუბილარია. „ჰოლივუდის ნათლიმამად“ წოდებულ ლეგენდარულ მსახიობს, 80 წელი შეუსრულდა, - ამის შესახებ ინფორმაციას bfi ავრცელებს.
ალ პაჩინო 1940 წლის 25 აპრილს ნიუ იორკში დაიბადა. თეატრალური კარიერა მან გასული საუკუნის 60-იან წლებში დაიწყო, 70-იანი წლებიდან კი მსახიობს ფილმებში იღებენ.
განსაკუთრებული პოპულარობა ალ პაჩინოს ფილმებში „ნაიარევი სახე,“ „სერპიკო,“ „საფრთხობელა,“ „ნათლია,“ „ქალის სურნელი“ შესრულებულმა როლებმა მოუტანა.
მსახიობი „ოსკარის,“ „ოქროს გლობუსისა“ და სხვა პრესტიჟული ჯილდოების არაერთგზის მფლობელია. ბოლოს ის კუენტინ ტარანტინომ 2019 წელს ფილმში „ერთხელ ჰოლივუდში“ გადაიღო.