კანიე უესტი ოფიციალურად მილიარდელია

კანიე უესტი ოფიციალურად მილიარდელია

Forbes-ის ინფორმაციით, კანიე უესტი ოფიციალურად მილიარდელია. მისი ფეხსაცმლის ხაზი, საცალო ვაჭრობის სფეროში, საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულად აღიარეს, - ამის შესახებ ინფორმაციას Sky News ავრცელებს.

რეპერი და დიზაინერი, რომელიც ამ სტატუსის მიღებაზე დიდხანს ოცნებობდა, ახლა ოფიციალურად მილიარდელია და მისი ქონება 1,3 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

იმის მიუხედავად, რომ ის ახლა ოფიციალური მილიარდელის სტატუსით სარგებლობს, მაინც უკმაყოფილოა, რადგან მისი თქმით, Forbes-მა ის სათანადოდ არ შეაფასა.

გავრცელებული მოსაზრების თანახმად, რეპერმა Forbes-ის ერთ-ერთ თანამშრომელს წერილი მისწერა, - „ეს არ არის 1 მილიარდი, არამედ 3,3 მილიარდი, როგორც ჩანს, Forbes-ში თვლა არავინ არ იცის“, - აღნიშნა უესტმა.

Forbes-მა კანიეს Yeezy sneaker-ის ხაზი 1,26 მილიარდ აშშ დოლარად შეაფასა.