ამერიკელმა მსახიობმა, ტომ ჰენქსმა დაწერა წერილი და ის კორონას ფირმის საბეჭდ მანქანასთან ერთად, ავსტრალიელ ბიჭს, სახელად კორონას გაუგზავნა, მისი თქმის დაცინვის ობიექტი ხშირად სახელის გამო ხდებოდა, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავცელებს.
8 წლის კორონა დე ვრისმა პირველად ტომსა და მის ცოლს მას შემდეგ მიწერა, რაც მათ ქვინსლენდში თავი ცუდად იგრძნეს და კორონავირუსი დაუდგინდათ. „გავიგე, რომ შენ და შენ ცოლს კორონავირუსი დაგიდგინდათ, კარგად ხართ?“, – აღნიშნა ბიჭმა.
ბიჭის თქმით მას თავისი სახელი უყვარს, თუმცა სკოლაში მას „კორონავირუსს“ ეძახიან. „მე ძალიან ვიწყენ და განვიცდი, როცა ხალხი ასე მომმართავს“, – წერია ბიჭის წერილში.
საპასუხოდ კი ტომ ჰენქსმა ბიჭს წერილი მიწერა, რომელიც შემდეგი სიტყვებით იწყებოდა, – „ძვირფასო მეგობარო კორონა“.
„შენმა წერილმა მე და ჩემს ცოლს თავი საოცრად გვაგრძნობინა, მადლობა, რომ ასეთი კარგი მეგობარი ხარ – მეგობრები უნდა დაეხმარნონ ერთმანეთს, მაშინ როცა ისინი თავს ცუდად გრძნობენ“, – ნათქვამია ჰენქსის წერილში.