49 წლის ნაომი კემპბელის კვების რუტინა: სუპერმოდელი პატარა საიდუმლოს გვიმხელს

49 წლის ნაომი კემპბელის კვების რუტინა: სუპერმოდელი პატარა საიდუმლოს გვიმხელს

ალბათ ყველას აინტერესებს როგორ ინარჩუნებს შესანიშნავ ფორმებს 49 წლის ლეგენდარული სუპერმოდელი ნაომი კემპბელი.

რა თქმა უნდა, სპორტული აქტივობებისა და რეგულარული ვარჯიშის გარდა აუცილებელია ჯანსაღი კვება და სპეციალური რუტინა.

ნაომიმ სოციალურ ქსელში გულშემატკივრებს პატარა საიდუმლო გაუმხილა და განაცხადა, რომ ის დღეში მხოლოდ ერთხელ ჭამს:

"მე მხოლოდ ლანჩს მივირთმევ. ლანჩი ჩემთვის სადილია, იმიტომ რომ დღის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ ვჭამ. თუ არ მშია, მხოლოდ წყალს ან წვენს მივირთმევ, ვცდილობ არასდროს ვიშიმშილო. კვირა განსხვავებულია და ჩემთვის მნიშნელოვანი დღეა, ამიტომ ხშირად ვანებივრებ საკუთარ თავს დესერტით, უმეტესწილად ჩემი გამომცხვარი ნამცხვრებით და პუდინგით." - ამბობს სუპერმოდელი.