70 წლის რიჩარდ გირი და 37 წლის ალექსანდრა სილვა მეორე შვილის მშობლები გახდნენ

70 წლის რიჩარდ გირი და 37 წლის ალექსანდრა სილვა მეორე შვილის მშობლები გახდნენ

70 წლის ამერიკელი პროდიუსერი და მსახიობი - რიჩარდ გირი 70 წლის ასაკში მამა კიდევ ერთხელ გახდა. როგორც ცნობილი ტაბლოიდები წერენ, ის და მისი 37 წლის მეუღლე - ალექსანდრა სილვა მეორე საერთო შვილის მშობლები 23 აპრილს გახდნენ.

ცნობილია ბავშვის სქესი, პატარა ბიჭუნა ნიუ-იორკის გარეუბანში მდებარე რანჩოზე დაიბადა.

შეგახსენებთ, რომ წყვილი 2018 წელს დაქორწინდა და პირველი შვილი - ალექსანდერი 2019 წელს ეყოლა.

აღსანიშნავია, რომ რიჩარდ გირს ყოფილი მეუღის - ქერი ლოუელისგან 20 წლის შვილი - ჰომერი ჰყავს.