38 წლის ამერიკელმა მომღერალმა ბიონსე ნოულზმა კორონავირუსთან საბრძოლველად 6 მილიონი დოლარი გამოყო.
ინფორმაციას უცხოური გამოცემები ავრცელებენ. როგორც იცით, პანდემიის გავრცელების გამო საავადმყოფოებში ექიმებისთვის არასაკმარისი პირობებია შექმნილი, ზოგიერთ ადგილას პირბადეები და სადეზინფექციო ხსნარებიც კი არ აღარ არის უკვე ხელმისაწვდომი, ამიტომ ვარსკვლავი გამოყოფს გარკვეულ თანხას, რომ ექიმებს და კორონავირუსით დაინფიცირებულ პაციენტებს დაეხმაროს.