2021 წლიდან პენსია ყველა პენსიონერისთვის 20 ლარით, 70 წელს გადაცილებულებისთვის კი 25 ლარით გაიზრდება

2021 წლიდან პენსია ყველა პენსიონერისთვის 20 ლარით, 70 წელს გადაცილებულებისთვის კი 25 ლარით გაიზრდება

გიორგი გახარია ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის პრეზენტაციაზე პენსიების გაზრდის საკითხსაც შეეხო.

ამ პუნქტის მიხედვით, 2021 წლიდან შემოდის პენსიების ინდექსაციის წესი - ყველა პენსიონერს პენსია გაეზრდება არანაკლებ ინფლაციის მაჩვენებლისა, რაც იმას ნიშნავს, რომ ფასების ზრდა გავლენას ვერ მოახდენს რეალური პენციის მოცულობაზე.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ყველა პენსიორების პენსია გაიზრდება არანაკლებ ინფლაციის მაჩვენებლით, რაც პენსიონერებს პენსიის სახით უზღვევს ფასების ზრდას.

გიორგი გახარიას თქმით, 2021 წლიდან ყველა პენსიონერს პენსია გაეზრდება ოცი ლარით, ხოლო 70 წელს ზემოთ, 25 ლარით.

„ეს არის ქვედა ზღვარი, მინიმუმი, რაც თითოეულ პენსიონერს ინფლაციის რისკებს უზღვევს“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

ამ შეღავათი 410 000 პენსიონერი ისარგებლებს.