მსოფლიოში მიმდინარე ეპიდემიურმა მდგომარეობამ ბიზნესსექსტორი დააზარალა, უამრავი კომპანია დროებით აჩერებს მუშაობას, ნაწილი კი, ხელფასებს ამცირებს, რადგან შემოსავალი ვეღარ ფარავს მას, მიხუედავად ამისა, ყველა ქვეყანაში მოიძებნება საშუალო თუ დიდი ბიზნესები, რომლებიც არსებული ბიუჯეტიდან გამომდინარე გვერდში უდგანან თანამშრომლებს მაშინ, როცა მათ ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ, თუმცა მათ რიცხვს არ მიეკუთვნება ვიქტორია ბექჰემი, რომელიც საკუთარი დიზაინერული ბრენდის კრეატიული დირექტორი გახლავთ.
როგორც ირკვევა, მან 30 თანამშრომელს უკვე გაუგზავნა ოფიციალური წერილი იმის შესატყობინებლად, რომ კრიტიკული მდგომარეობის გამო ისინი ხელფასების მხოლოდ 80%-ს მიიღებენ.
დიზაინერის საქციელმა, როცა კომპანიები სესხსაც იღებენ თანამშრომლების ხელფასების სრულად დასაფარად, საზოგადოების უკმაყოფილება გამოიწვია. ისინი მიუთითებენ 335 მილიონ ფუნტ სტერლინგზე, რომელიც ბექჰემების ოჯახის ანგარიშზე ირიცხება.
გარდა ამისა, კიდევ უფრო დიდი უკმაყოფილება მოჰყვა Linkedin-ზე გამოქვეყნებულ ვაკანსიას, რომლითაც ვიქტორია ბრენდის გადარჩენისთვის სოციალურ მედია მენეჯერს ეძებს.