"მის საკოცნელად გავიწიე" უხერხულობა, რომელიც ბრედ პიტსა და ქრის ჰემსვორს შორის შეიქმნა

36 წლის ავსტრალიელი მსახიობი ქრის ჰემსვორსი უცხოურ გამოცემებთან ბრედ პიტთან პირველი შეხვედრის შემდეგ გამოწვეულ ემოციებზე საუბრობს.

როგორც ქრისი აცხადებს, 56 წლის ამერიკელ ვარსკვლავს ის გასულ ზაფხულს The Once Upon a Time in Hollywood-ის პრემიერაზე შეხვდა, სადაც პატარა სახალისო ინციდენტი მოხდა:

"ის ხელის ჩამოსართმევად მომიახლოვდა, მე კიდევ საკოცნელად გავიწიე, იმდენად უხერხული სიტუაცია შეიქმნა, ვერ აღვწერ, თუმცა ბრედი ძალიან სასიამოვნო პიროვნება აღმოჩნდა." განაცხადა მსახიობმა.