კრიზისული მენეჯმენტისთვის 3 500 000 000 ლარი დაიხარჯება

კრიზისული მენეჯმენტისთვის 3 500 000 000 ლარი დაიხარჯება

ჯამში კრიზისული მენეჯმენტისთვის ქვეყანა 3 500 000 000 ლარს დახარჯავს, საიდანაც 1,35 მილიარდი ლარი მოქალაქეებზე ზრუნვასა და მათ სოციალურ მხარდაჭერას მოხმარდება, 2.110 მილიარდი ეკონიმიკაზე ზრუნვასა და მეწარმეობის მხარდაჭერას, 350 მილიონი კი ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებასა და პანდემიასთან ბროლას - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას განაცხადა.

„2 ფრონტია. ჯანმრთელობა და ეკონომიკის გადარჩენა. ყველას გვესმის, რომ რომელიმეს ცალკე აღებულ ფრონტზე გამარჯვებას არანაირი აზრი არ აქვს ქვეყნის გრძლევადიანი განვითარებისთვის. ჩვენ ვართ იმ მდგომაროებაში, როცა უნდა გავიაზროთ, რომ უნდა გავიმარჯვოთ ერთი მიმართულებითაც და მეორე მიმართულებითაც“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

საქართველოში კორონავირუსი 431 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 114 უკვე გამოჯანმრთელდა, 5 კი გარდაიცვალა. საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში გადმოიყვანეს.