დაქირავებით დასაქმებულები, რომლებმაც დაკარგეს სამსახური, ან გაუშვეს უხელფასო შვებულებაში, თვეში 200 ლარს მიიღებენ

დაქირავებით დასაქმებულები, რომლებმაც დაკარგეს სამსახური, ან გაუშვეს უხელფასო შვებულებაში, თვეში 200 ლარს მიიღებენ

გიორგი გახარიამ ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის პრეზენტაციაზე ე.წ. ზრუნვის პაკეტი წარმოადგინა. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს არის მინიმუმი, რომელიც ჩვენი ეკონომიკის შესაბამისია და რაც გამომდინარეობს ეკონომიკის სიმცირიდან.

კერძოდ, დაქირავებით დასაქმებულები, რომლებმაც დაკარგეს სამსახური ან გაუშვეს უხელფასო შვებულებაში, დახმარების სახით 6 თვის განმავლობაში 1200 ლარს, თვეში 200 ლარს მიიღებენ. ამ დახმარებით სარგებლობას დაახლოებით 350 000 მოქალაქე შეძლებს.

საქართველოში კორონავირუსი 431 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 114 უკვე გამოჯანმრთელდა, 5 კი გარდაიცვალა. საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში გადმოიყვანეს.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.