გოგი წულაიამ პარლამენტის ყოფილ შენობასთან ღვინო მიიტანა და წითელი კვერცხი გადააგორა

გოგი წულაიამ პარლამენტის ყოფილ შენობასთან ღვინო მიიტანა და წითელი კვერცხი გადააგორა

გოგი წულაიამ ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობასთან პერფორმანსი გამართა. „თავისუფალი საქართველოს“ თანათავმჯდომარემ ყოფილი საკანონმდებლო ორგანოს შენობასთან ღვინო მიიტანა და წითელი კვერცხი გადააგორა.

მისი თქმით, პერფორმანსი სიმბოლურად საქართველოში საკანონმდებლო ორგანოს გარდაცვალებას ასახავს.

,,როდესაც პრემიერ-მინისტრი ხალხის მიერ არჩეულ დეპუტატებთან მისვლას არ კადრულობს, ის პარლამენტი არის მკვდარი და მას, როგორც გარდაცვლილს, ისე უნდა მივაგოთ პატივი“, - აღნიშნა გოგი წულაიამ.