ჩვენ, ექიმები, ერთი გუნდი ვართ და ამას ხვალ ყველას დავუმტკიცებთ, – ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა, ლევან რატიანმა განაცხადა.
როგორც ლევან რატიანმა აღნიშნა, ამ ეტაპზე კლინიკაში 104 პაციენტი მკურნალობს, მათგან ინფიცირებულია 86.
მისივე თქმით, დღეს კლინიკას 15 პაციენტი დატოვებს.
„რეანიმაციული პაციენტი არის რვა, დამატებით ახალი არ დამატებია. აქედან გუშინ გითხარით, რომ სამი იყო კრიტიკულ მდგომარეობაში. დღეს, ორი რჩება, ერთის მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესებულია. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა რჩება სტაბილურად მძიმე. დღეს კლინიკას ორი ახალი პაციენტი დაემატა. ჩატარებული კლინიკური კვლევებიდან, ამ ეტაპამდე მათთან არანაირი პათოლოგიური ცვლილება არ დასტურდება. აგრძელებენ დაკვირვებას და მხოლოდ სიმპტომურ მკურნალობას კლინიკაში“, – განაცხადა ლევან რატიანმა.