"აი, ამ მედიკამენტით გამოვტაცეთ სიკვდილს ხელიდან 41 წლის ქალი" - რა პრეპარატს ასახელებს მარინა ენდელაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელ ამბობს, რომ გარდა "პლაქვენილისა" სხვა მრავალ მედიკამენტს ვიყენებთ. მაგალითად, გამოვიყენეთ ტოცილიზუმაბი, რომელიც ძალიან ძლიერი მედიკამენტია.

„41 წლის ქალბატონი გამოვტაცეთ სიკვდილს ამ მედიკამენტით და გადავარჩინეთ. მკურნალობაზე და "პლაქვენილის" გამოყენებაზე შეიქმნა ერთი ამბავი.

ჯერ ერთი ის მთელ მსოფლიოში გამოიყენება, მათ ამერიკის შეერთებულ შტატებში.

ამ მედიკამენტის გამოყენების დაწყებამდე უამრავი მასალა შევისწავლეთ, მრავალი ტელეხიდი შედგა და ამის მერე გადაწყდა ამ პრეპარატის გამოყენება, თუმცა რა თქმა უნდა, ყველასთვის პლაქვენილით არ გვიმკურნალია,“ - განაცხადა ენდელაძემ.

Aburjga Tasmanieli ქალბატონო მარინა, იქნებ თქვენ მოგაწვდინოთ ვინმემ ხმა. წამალი ივერმექტინი რომ გამოიყენოთ ძალიან კარგი შედეგები იქნება!
5 წლის უკან