ლევან რატიანის ინფორმაციით, უახლოეს საათებში კლინიკას კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული დაახლოებით 15 პაციენტი დატოვებს

ლევან რატიანის ინფორმაციით, უახლოეს საათებში კლინიკას კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული დაახლოებით 15 პაციენტი დატოვებს

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას დღეს 15-მდე პაციენტი დატოვებს, - ამის შესახებ კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განაცხადა.

მისი თქმით, კლინიკაში ამ ეტაპზე სულ 104 პაციენტი იმყოფება, კოვიდინფიცირებული კი მათგან არის 86.

„დღეს მივიღეთ 17 უარყოფითი ტესტის პასუხი ლუგარის ლაბორატორიიდან. დანარჩენსაც ველოდებით განმეორებით 13-ს. ალბათ, უახლოეს საათებში დაახლოებით 15 პაციენტი დატოვებს კლინიკას“,- განაცხადა რატიანმა.

Aburjga Tasmanieli რასაც ულტრაიისფერ გამოსხივებაზე ლაპარაკობს ეს არის 100%!  საქმე იმაშია რომ ულტარაიისფერი (ხისტი ულტრაიისფერი) სხივების ტალღის სიგრძე არის თანაზომადი კოვიდ ვირუსის ზომებისა. კერძოდ ვირუსის ზომა არის 25 - 100 ნანომეტრი. ასეთივეა ულტრაიისფერი სხივების ტალღის სიგრძე. იწყება 330 ნანომერიდან და მცირდება 20-30 ნანომეტრამდე (ნანომეტრი 10 მინუს 9 ხარისხში). საბჭოთა დროს არსებობდა აპარატი (ახლა თუ არის არ ვიცი?) რომელსაც ადამიანს უკეთებდნენ ერთ ვენაში, იქიდან ეს აპარატი სისხლს ექაჩებოდა, აპარატის შიგნით იდგა კვარცის ნათურები რომელიც ულტრაიისფერ დიაპაზონში ასხივებდა, ეს სისხლიც მოძრაობდა კვარცის მილაკებში (კვარცის მინა ატარებს ულტრაიისფერ გამოსხივებას, ჩვეულებრივი არა!),  ინტენსიურად დასხივდებოდა და ისევ ვენაში ხვდებოდა ოღონ სხვა ადგილას... ამ აპარატს რუსულად ეძახდნენ УФО-ს. სხვადასხვა ინფექციებისგან გასაკურნავად ხშირად გამოიყენებოდა!  ეს ამბავი მოყოლით არ ვიცი, ჩემი თვალით მაქვს ნახული ეს აპარატიც და მისი გამოყენებაც!
5 წლის უკან
Aburjga Tasmanieli ახლა ვნახე, გამოდის ასეთი აპარატების უამრავი ნაირსახეობა (სხვადასხვა მწარმოებელი) - ბმული
5 წლის უკან