ანრი ოხანაშვილი:

ანრი ოხანაშვილი: "პარლამენტის მიერ მიღებულ ცვლილებებთან დაკავშირებით გარკვეული ჯგუფი განზრახ ან შეუგნებლად არასწორ ინფორმაციას ავრცელებს"

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

"მეგობრებო, დღეს პარლამენტის მიერ მიღებულ ცვლილებებთან დაკავშირებით გარკვეული ჯგუფი განზრახ ან შეუგნებლად არასწორ ინფორმაციას ავრცელებს და ამით ცდილობენ ჩვენი საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, თითქოს არაპროპორციულად გავუმკაცრეთ პასუხისმგებლობა ჩვენ მოქალაქეებს არსებული საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში. ეს არის ტყუილი‼️

რეალურად:

საქართველოს პრეზიდენტის მოქმედი დეკრეტის მიხედვით საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს პირველ შემთხვევაში ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, კერძოდ:

ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით,ხოლო იურიდიული პირის 15 000 ლარით!

იგივე ქმედების განმეორებით ჩადენა კი იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, კერძოდ, თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით, ასევე იურიდიული პირის პასუხისმგებლობას!

ეს ნორმა მოქმედებს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებიდან და რჩება ძალაში! მეტად არც გამკაცრდება არსებული მდგომარეობის ფარგლებში❗️

ნორმები რაც დღეს მივიღეთ აწესრიგებენ სამომავლო ურთიერთობებს და სასჯელის ნაწილშიც სრულად პროპორციულია, ამ საკითხებზე კი მეტ ინფორმაციას ხვალ მოგაწვდით!

#გისურვებთჯანმრთელობას!

#გთხოვთგავუფრთხილდეთერთმანეთს!

#დავრჩეთსახლში!"