გვაქვს მოლოდინი, რომ შევძლებთ პიკის ნებისმიერი მაჩვენებლის მართვას ისე, რომ ჩვენი ჯანდაცვის სისტემა ამას გაუძლებს და შევძლებთ ყველა პაციენტის სამედიცინო დაწესებულებაში მიღებას, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ 1TV-სთან საუბრისას განაცხადა.
„კრიზისული ეტაპი დამოკიდებულია კორონავირუსის რეალურ დროში გავრცელებაზე. ვირუსის გავრცელების მართვა ქვეყნის ეკონომიკური ნაწილის გახსნის საშუალებას მოგვცემს. ეს კი მნიშვნელოვნად იმოქმედებს ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე. სწორედ ამისთვის ტარდება ყველა ის ღონისძიება, რასაც ამ ეტაპზე ვატარებთ“, - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.
საქართველოში კორონავირუსისგან უკვე 111 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ქვეყანაში ინფიცირების 420 შემთხვევაა დადასტურებული.