დავით გადელია: მიხარია, ხელისუფლებას ექიმების რომ სჯერა

დავით გადელია: მიხარია, ხელისუფლებას ექიმების რომ სჯერა

შეზღუდვები რაც არსებობს, ძალიან მნიშვნელოვანია. მიხარია რომ ჩვენ, ექიმებს ხელისუფლება გვიჯერებს და შეზღუდვებს ახორციელებს, - ამის შესახებ ბოჭორიშვილის კლინიკის გენერალურმა დირექტორმა, დავით გადელიამ „დღის ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, არსებული შეზღუდვები აუცილებელია, რომ ინფიცირებულთა რაოდენობა შემცირდეს.

„ეს შეზღუდვები რომ არ იყოს, დიდი რაოდენობით ინფიცირებული გვეყოლებოდა, რომელიც კოლაფს გამოიწვევდა. შეიძლება მოსახლეობას ამის მოსმენა მობეზრდა, მაგრამ სინამდვილეში მართლა ასეა. 20-დან 40-მდე ავადმყოფი ჰოსპიტალურ სექტორს არანაირ პრობლემას უქმნია. მაგრამ როდესაც ერთბაშად 100-200 პაციენტი შემოვა, გამკლავება ძალიან გაგვიჭირდება“, - აღნიშნა გადელიამ.