ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე, გორის სამხედრო ჰოსპიტალში იმყოფება.
თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა და ახალი კორონავირუსის ვაქცინის დამზადების შესახებ ისაუბრა:
„მე ვიცი, რომ ვაქცინები შექმნილია, მისი პირველი ეტალონური ნიმუშია შექმნილია, რამდენადაც ვიცით, დაიწყო ამერიკის შეერთებულ შტატებში და გერმანიაში გამოცდა. ამას სჭირდება დიდი დრო, რომლის დაჩქარების შემთხვევაშიც კი, სულ ცოტა 1 წელი დაჭირდება. ანუ ამ წლის ბოლომდე ვაქცინა სავარაუდოდ არ იქნება”-ამბობს თენგიზ ცერცვაძე.