საერთო კოვზით ზიარება შეიცავს ინფექციის გავრცელების რისკს და მას რაიმე განსაკუთრებული სამეცნიერო კვლევა არ სჭირდება, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავდმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
აღნიშნული განცხადება თენგიზ ცერცვაძემ გორში გააკეთა.
„ყველას აქვს თავისი პოზიცია, ყველანი მაინც გამოვდივართ გარკვეულად იქედან, რომ ეს სენსიტიური თემაა. ყველანი
პატივს ვცემთ ეკლესიას, საქართველოს ეკლესიას, მაგრამ მე ყოველთვის ვაფიქსირებდი და ვაფიქსირებ ჩემს პოზიციას,
საერთო კოვზით ზიარება შეიცავს ინფექციის გავრცელების რისკს. ამისთვის რამე განსაკუთრებული სამეცნიერო კვლევა საჭირო არ არის “ , – განაცხადა ცერცვაძემ.
აღსანიშნავია, რომ განსხვავებით თენგიზ ცერცვაძისა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტის მიერ
დასმულ კითხვაზე პასუხად განაცხადა, რომ არის თუ არა კოვზი ინფიცირების წყარო მეცნიერულ შესწავლას საჭიროებს.