იაპონიაში მოსახლეობას ჭუჭყიან პირბადეებს ურიგებენ

იაპონიაში მოსახლეობას ჭუჭყიან პირბადეებს ურიგებენ

, მოსახლეობა, პირბადეიაპონიაში მოსახლეობას ჭუჭყიან პირბადეები ურიგებენ. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

იაპონიის მოსახლეობა უკმაყოფილებას გამოთქვამს იმის გამო, რომ მთავრობის მიერ საქველმოქმედო პროგრამის ფარგლებში დარიგებული პირბადეები გამოუსადეგარია.

როგორც გამოცემა წერს პირბადეების უმრავლესობა ჭუჭყიანია და ზოგიერთმა მოქალაქემ პირბადეებში მკვდარი მწერებიც კი აღმოაჩინა.

იაპონიის მთავრობამ პირბადეების დასარიგებლად 430 მილიონი დოლარი დახარჯა.

ბოლო მონაცემებით იაპონიაში ახალი კორონავირუსის 11 950 შემთხვევაა დაფიქსირებული. გარდაიცვალა 299 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რიცხვმა 1424-ს მიაღწია.