ჩვენ განსაკუთრებით მადლიერი ვართ საქართველოს მთავრობისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისა (NCDC) COVID-19-თან ბრძოლაში მათი პროაქტიული ძალისხმევისთვის – ამის შესახებ განცხადებას საქართველოში ამერიკის საელჩო „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს.
„ასევე, ძალიან ვამაყობთ ჩვენი გაცვლითი პროგრამების მონაწილეებით, ანა კასრაძითა (IVLP ’16) და ირმა ბურჯანაძით (ჰამფრი ’17-’18), რომლებიც NCDC-ს გუნდის წევრები არიან.
თვალი მიადევნეთ NCDC-ს ოფიციალურ გვერდს COVID-19-თან დაკავშირებული უახლესი ინფორმაციისა და რეკომენდაციებისთვის“, – ნათქვამია აშშ-ს საელჩოს განცხადებაში.