50 წლის ამერიკელ მომღერალს და მსახიობს, ჯენიფერ ლოპეზს სასამართლოში უჩივიან.
საქმე იმაშია, რომ ვარსკვლავმა 2017 წელს სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა, რომელიც ფოტოგრაფ Steve Sands-ის ეკუთვნის.
სტივმა განაცხადა, რომ შემსრულებელმა მისი გადაღებული ფოტო უნებართვოდ გამოიყენა და კომპენსაციის გადახდის გარეშე განათავსა, რაც მისი უფლებების დარღვევაა. ჯენიფერს აღნიშნული პიროვნება 150,000 დოლარის გადახდას სთხოვს.