თვითიზოლაციისა და კარანტინის პირობებში ქალბატონებს უკვე თავად უწევთ იმ პროცედურების ჩატარება, რომლებსაც აქამდე ხშირად ათეულობით სპეციალისტი აკეთებდა. თუ უკვე სცადეთ ე.წ. შილაკის საკუთარი ხელით მოშორება, ისწავლეთ როგორ მისცეთ წარბს სასურველი ფორმა ან როგორც იქნა, მოიცალეთ მაკიაჟის "საფუძვლების" სამეცადინოთ, თქვენ მარტო არ ხართ და ამჯერად ბელა ჰადიდიც გიერთდებათ, რომელსაც როგორც აღმოჩნდა ვარცხნილობის შეცვლა მოუწია.
მოდელმა უახლესი ფოტოები გამოაქვეყნა, რომლებზეც წინ მოკლედ შეჭრილი თმით ფიგურირებს.
გამომწერები აღნიშნავენ, რომ მან იდეალურად შეძლო საქმისთვის თავის გართმევა.