ავსტრალიის ქალაქ ქუინსლენდის მკვიდრმა ორსულობის შესახებ მშობიარობის წინ შეიტყო. ამის შესახებ Nine News-ი წერს.
15 აპრილს 18 წლის ემბერ სმიტმა შხაპის მიღებისას თავი ცუდად იგრძნო. „მულის არეში საშინელი დაჭიმულობა ვიგრძენი, რამდენიმე წამში კი წყლები დავღვარე და დავიყვირე“- ამბობს გოგო. ყვირილის ხმაზე აბაზანაში მისი საქმრო შევიდა, რომელმაც დაინახა, რომ მის საცოლეს მშობიარობა დაეწყო.
როგორც სმიტი ამბობს, მას არც კი უეჭვია, რომ ორსულად იყო. „ეს 9 თვე ჩემთვის ჩვეულებრივი იყო. ციკლი ყოველთვის არარეგულარული მქონდა, ამიტომაც უჩვეულო არაფერი შემიმჩნევია. მშობიარობამდე მუცელი გამეზარდა, მაგრამ ჩავთვალე, რომ ეს ძლიერი მადის ბრალი იყო“- ამბობს ემბერ სმიტი.