პრინც ლუის დაბადების დღე აქვს. მისმა მშობლებმა, კემბრიჯის ჰერცოგმა უილიამმა და ჰერცოგინია ქეით მიდლტონმა სოციალურ ქსელში 2 წლის ვაჟის ფოტოები გამოაქვეყნეს, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ფოტოებზე ლუის ხელის გულები ცისარტყელის ფერებში აქვს შეღებული, რაც კორონავირუსის წინააღმდეგ მებრძოლი მედიკოსების მხარდაჭერის სიმბოლოა.