„გირჩის“ აქციიდან რამდენიმე ადამიანი ვაკე-საბურთალოს განყოფილებაში გადაჰყავთ. იპოდრომის ტერიტორიაზე აქცია იყო, სადაც საგანგებო მდგომარეობას და მის გაგრძელებას აპროტესტებდნენ.
პოლიციის წარმომადგენელთა განმარტებით, საგანგებო მდგომარეობის წესის დარღვევის გამო ისინი კანონის შესაბამისად დაჯარიმდებიან.
თავად დაკავებულები აცხადებენ, რომ სეირნობდნენ და ამის შემდეგ დააკავეს.
Imedinews-ი დამატებითი დეტალების გარკვევას შსს-ში ცდილობს.