ეკატერინე ტიკარაძე: ჯარში კორონავირუსი არ დაფიქსირებულა

ეკატერინე ტიკარაძე: ჯარში კორონავირუსი არ დაფიქსირებულა

ჯარში კორონავირუსი არ დაფიქსირებულა. არის შსს-ს რამდენიმე თანამშრომელი, ვისაც დაუფიქსირდა, თუმცა საგანგაშო არაფერია - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ამ დროისთვის, ინფიცირებულია 20-მდე ექიმი.

„არიან ექიმები, ვისაც დაუფიქსირდათ. მათი რიცხი დღეის მონაცემებით არის 20-მდე. ეს გარკვეულწილად იყო მოსალოდნელი. აქედან გამომდინარე, დაიგეგმა ეს გაიდლაინი და ალგორითმი, რის მიხედვითაც ხდება ამ ჯგუფების ტესტირება. ზოგადად სიტუაცია ამ ჯგუფებში არის კონტროლირებადი. ჩვენ დამატებით კიდევ ვმუშაობთ იმ უსაფრთხოების ზომების და ნორმების დანერგვაზე. ასევე მიმდინარეობს გარკვეულწილად ტრენინგები ყველა ამ ჯგუფში, რათა ისინი სამომავლოდ იყვნენ უფრო მეტად დაცულები. აქ აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ დაავადება მათ ძირათადად უსიმპტომოდ აქვთ გადატანილი. პრევენციიდან გამომდინარე, ყველა ის ექიმი, ვინც დაინფიცირდა, დღეს იმყოფება დაკვირვების ქვეშ, რათა დარწმუნებული ვიყოთ, რომ მათგან სხვა ადამიანები არ დაინფიცირდებიან“, - განაცხადა ტიკარაძემ.