სერ პოლ მაკარტნიმ ოცნება აისრულა

სერ პოლ მაკარტნიმ ოცნება აისრულა

დიდ ბრიტანეთში საბავშვო კომიქსების გამოცემა „The Dandy” დიდი პოპულარობით სარგებლობს. ამ ჟურნალის პირველი ნომერი დაახლოებით 75 წლის წინ გამოიცა.

ცნობილი მუსიკოსი პოლ მაკარტნი ზემოთდასახელებული ჟურნალის მუდმივი და ერთგული მკითხველია. ადრეული ასაკიდან ამ გამოცემას რეგულარულად ეცნობა და მისი თითოეული ნომერი საგულდაგულოდ აქვს შენახული.

ერთი თვის წინ „The Dandy”-ს ამჟამინდელმა მფლობელმა კრეიგ გრემმა გადაწყვიტა, რომ ჟურნალი ციფრული ფორმატითაც გამოუშვას.

რამდენიმე დღის წინ სერ კრეიგს პოლ მაკარტნი დაუკავშირდა და თავისი სიყმაწვილის ოცნება გააცნო. პოპულარულ მუსიკოსს სურს, რომ ბრიტანელებისთვის საყვარელი კომიქსების ერთ-ერთ გმირად გადაიქცეს.

ჟურნალის გამომცემლები მაკარტნის პირადად შეხვდნენ, გულდასმით მოუსმინეს და სურვილის აღსრულებას შეპირდნენ.

ცნობილი გახდა, რომ გამოცემა „The Dandy”-ს პირველივე ციფრული გამოცემის ერთ-ერთი უმთავრესი პერსონაჟი სერ პოლ მაკარტნი იქნება.