“საქართველო კორონავირუსის წინააღმდეგ რეაგირების საუკეთესო ნიმუშია“

“საქართველო კორონავირუსის წინააღმდეგ რეაგირების საუკეთესო ნიმუშია“

საქართველო - კორონავირუსის წინააღმდეგ რეაგირების საუკეთესო ნიმუში- ამის შესახებ საქართველოს საპატიო კონსული ბრისტოლში და სამხრეთ-დასავლეთ ინგლისში დერეკ პიკაპი წერს.

მისი თქმით, მსოფლიომ იხილა, რომ საქართველო ჯეროვანი პრაქტიკის ნიმუშად გამოდგება კოროვირუსზე რეაგირების საქმეში.

„ზოგიერთი ქვეყნისგან განსხვავებით, რომლებიც ძალიან ნელა რეაგირებდნენ პანდემიაზე, საქართველომ მაშინვე დახურა თავისი საზღვრები და ეკონომიკა, ქვეყნის შიგნით გადაადგილებაც შეზღუდა. ამან გამოიწვია კორონავირუსის შემთხვევების ძალიან მცირე ოდენობა და მხოლოდ 5 ადამიანის გარდაცვალება.

საქართველოს საელჩო ძალიან პრაქტიულად უჭერდა მხარს მის მოქალაქეებსაც, რომლებიც აქ ცხოვრობენ. მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ბრისტოლი თბილისთან დაძმობილებული ქალაქია და ბოლო ოცდახუთი წლის განმავლობაში მქონდა შესაძლებლობა, როგორც ბრისტოლი-თბილისი ასოციაციის თავმჯდომარეს და ახლა უკვე დიდი ბრიტანეთის საპატიო ქართველ კონსულს, მენახა როგორ განვითარდა იგი.

ოცდახუთი წლის წინ, როდესაც პირველად ვიმყოფებოდი თბილისში, მისი ინფრასტრუქტურა და ეკონომიკა ნაფლეთებად იყო ქცეული უმუშევრობის უზარმაზარი მაჩვენებლით, ძალიან დაბალი შემოსავლით და ქვეყნის სამომავლო კურსის არქონით. საქართველო მკვეთრად შეიცვალა მისი დედაქალაქის - თბილისის - თაოსნობით - და ახლა ის სიცოცხლით სავსე ქვეყანაა, საკუთარი მიზნის გააზრებით. ტურიზმი გახდა მისი ეკონომიკური აღორძინების მთავარი ფაქტორი. ჯოანა ლუმნისთან ერთად აბრეშუმის გზის შესახებ და მაიკლ პორტილოს მიერ დიდ სარკინიგზო მოგზაურობების შესახებ გაკეთებულმა პროგრამებმა წარმოდგენა შეგვიქმნა იმის შესახებ, თუ რა საოცრებებს გვთავაზობს ეს ქვეყანა. ახალი კორონავირუსის გამოწვევის დაძლევის შემდეგ, როდესაც ხალხი იმაზე დაიწყებს ფიქრს, თუ სად გაატარონ არდადეგები, ვიმედოვნებ ისინი თბილისსა და საქართველოს ახალ და საინტერესო შესაძლებლობებზე გააკეთებენ არჩევანს"- წერს პიკაპი.