ამირან გამყრელიძე: ნიღბის ტარება შესაძლოა, კარგა ხანს დაგვჭირდეს

ამირან გამყრელიძე: ნიღბის ტარება შესაძლოა, კარგა ხანს დაგვჭირდეს

ნიღბის ტარება შესაძლოა, კარგა ხანს დაგვჭირდეს, დიდი თავყრილობების დროს და ამას უნდა შევეჩვიოთ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ეს არ იქნება აუცილებლად სამედიცინო ნიღაბი და ხშირად სახლშიც შეიძლება, შეკეროთ ასეთი ნიღაბი.

„ხაზს ვუსვამ, ეს არ იქნება აუცილებლად სამედიცინო ნიღაბი, ახლა სოციალური ნიღაბი დაერქვა. ხშირად სახლშიც შეიძლება, შეკეროთ ასეთი ნიღაბი. თუ არადა, არის მარლის ნიღბები. როცა ახალგაზრდა ექიმი ვიყავი, არ იყო სამფენიანი და ოთხფენიანი ნიღბები, რომელზედაც ერთი ამბავია, მაგრამ მშვენივრად ვიყენებდით საოპერაციოებსა თუ სამედიცინო დაწესებულებებში მარლის ნიღბებს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.