მარინა ენდელაძე: პლაქვენილით მკურნალობას გართულება არც ერთ პაციენტთან არ მოჰყოლია

მარინა ენდელაძე: პლაქვენილით მკურნალობას გართულება არც ერთ პაციენტთან არ მოჰყოლია

ამერიკელმა მედიკოსებმა პლაქვენილის გამოყენება დაუშვეს სამკურნალოდ, ძალიან ბევრმა მიიღო ეს მედიკამენტი და გაამართლა კიდეც- ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მარინა ენდელაძის თქმით, მათ კლინიკაში, ვისაც ჩაუტარდა პლაქვენილით მკურნალობა, გართულება არც ერთ პაციენტთან არ ყოფილა.

„არ ჩაგვიტარებია რა თქმა უნდა მსუბუქ შემთხვევებთან. სადაც იყო საჭირო, ჩავატარეთ და არანაირი გართულება არ ყოფილა. 100-ზე მეტ პაციენტთან გამოვიყენეთ და გართულება არავისთან არ გვქონია“- განაცხადა მარინა ენდელაძემ.